შვილებთან შეხვედრის უფლება ციხეში – ომბუდსმენი პარლამენტის პასუხს ელოდება

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა და ითხოვს, რომ პატიმრების არასრულწლოვან შვილებს მშობლების მონახულების უფლება არ შეეზღუდოთ.

იოსელიანის განცხადებით, პაემანი, სატელეფონო საუბარი და მიმოწერა ის მინიმალური შესაძლებლობებია, რაც ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

იოსელიანის თქმით, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სახალხო დამცველის აპარატმა კონკრეტული საქმეები შეისწავლა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილის საქმე, რამაც პრობლემის მასშტაბი აჩვენა.

სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ თუ მსგავსი შეზღუდვა დაწესდება, პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, რატომ ეკრძალება არასრულწლოვან ბავშვს დაკავებული მშობლის ნახვა.

მე მოვინახულე მსჯავდებულები და ბრალდებულები კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე დაკავებულები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი პირები – ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სუსის ყოფილი უფროსი და ა.შ., ვინც არიან დაკავებულები, ნაწილი მათგანი უკვე გათავისუფდა. ჩვენ როდესაც კონკრეტულად შევისწავლეთ ლევან ხაბეიშვილის საქმე, ამ საქმემ დაგვანახა ამ პრობლემის შინაარსი, მერე სხვა საქმეებმაც დაგვანახეს ამ პრობლემის შინაარსი და ამიტომ მივედი ამ დასკვნადე, რომ ასეთი წინადადებით მიმემართა პარლამენტის თავმჯდომარისთვის. გამოცდილება მაქვს სხვადასხვანაირი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მიმიმართავს და გაუთვალისწინებიათ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მიმიმართავს და არ გაუთვალისწინებიათ. ყოველ შემთხვევაში, იმ სტანდარტის მიხედვით, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს მიმართვა უნდა გამეკეთებინა, შესაბამისად, ახლა მათზეა. მე ვფიქრობ, ეს არ არის ის საკითხი, რაც რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დააყენებს გამოძიებას და მეორეს მხრივ, სახელწიფო გამოიჩენს ინსტიტუციურად სწორ მიდგომას, როდესაც არასრულწლოვან შვილებს მისცემს საშუალებას, რომ მოინახულონ მათი დაკავებული მშობელი. პროკურატურის პასუხისმგებლობა იქნება, დაასაბუთოს, რატომ უკრძალავს არასრულწლოვან ბავშვს მშობლის ნახვას და ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, ამ დასაბუთების ნახვა მერე და მერე ამასაც შევაფასებთ, – ამბობს ლევან იოსელიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა – საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა