შვიდ თვეში საქართველოს საზღვარი 294 000-მდე ტრაილერმა გადაკვეთა – ბიუჯეტში ₾103 მლნ-მდე შევიდა

2024 წლის 7 თვეში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 102 822 973 ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 906 811 ლარით მეტია (2023 წლის 7 თვეში 101 916 162 ლარი შეადგინა).
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს დერეფანი 293 779-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 291 189-მა ტრაილერმა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს დერეფანში 519 997 სატვირთო ტრაილერმა გაიარა, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 181 998 905 ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 42%-იან ზრდას აჩვენებდა.

ასევე დაგაინტერესებთ