შვეიცარიული Roche, ამერიკულ Poseida Therapeutics-ს შეიძენს

შვეიცარიული Roche Holding AG ყიდულობს ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია Poseida Therapeutics-ს. გარიგების თანხა 1,5 მილიარდ დოლარამდე იქნება.
Roche–მ განაცხადა, რომ ის გადაიხდის 9 დოლარს თითო აქციაზე Poseida-სთვის, ან 1 მილიარდ დოლარს მთლიანად კომპანიისთვის. გარდა ამისა, Poseida-ს აქციონერები შეძლებენ მიიღონ $4-მდე მეტი აქციაზე, თუ კომპანია გარკვეულ მიზნებს მიაღწევს.
ფასი $9 ერთ აქციაზე 3-ჯერ აღემატება Poseida-ს აქციების ფასს ორშაბათს ბაზრის დახურვისას ($2,86).
გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. მხარეები მის დახურვას 2025 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობენ.
interfax