შვეიცარიული გადამზიდავი კომპანია Mediterranean Shipping Company (MSC), მსოფლიოში ყველაზე დიდი კონტეინერმზიდი, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმის შემდეგ, სუეცის არხის გავლით მარშრუტების გამოყენებას წყვეტს. ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება.
კომპანიის განცხადებით, ზოგიერთი გემი გადამისამართდება სამხრეთ აფრიკის იმედის კონცხის გარშემო მარშრუტებზე: შედეგად ტრანსპორტირებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე სუეცის არხის გავლით.
ერთი დღით ადრე, MSC ხომალდზე თავდასხმა განხორციელდა, როდესაც იემენის ჰუთის მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა MSC Palatium III სატვირთო გემს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ გემი იძულებული გახდა სამუშაოს შესრულება შეეწყვიტა.
აჯანყებულებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი ცდილობდნენ თავდასხმას კომპანიის სხვა გემზე, MSC Alanya-ზე. მონიტორინგის პლატფორმის MarineTraffic-ის ცნობით, ორივე გემი მიემართებოდა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში.