შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნაციო კასისი ავრცელებს.
იგნაციო კასისის ცნობით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ისაუბრა.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოში ს თავმჯდომარეობის ფარგლებში, მე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შევხვდი და მას უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ვაცნობე“, – წერს კასისი X-ზე.
შვეიცარიელი და რუსი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომლის თავმჯდომარე ქვეყანაც მიმდინარე თვეში რუსეთია.
ასევე, ნიუ-იორკში უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოსაც შეხვდა, რომელთანაც მოსკოვში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინსა და ვიქტორ ორბანს შორის მიღწეული „შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა“ განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ