შვეიცარიის საათების ბაზარზე Rolex-ს 30% უჭირავს

2023 წელს Rolex-ის გაყიდვებმა ახალი რეკორდი მოხსნა. LuxeConsult-ისა და Morgan Stanley-ის მონაცემებით შვეიცარიული საათების ბაზარზე სწორედ ეს შვეიცარიული ბრენდი დომინირებს.
Rolex-ის გაყიდვებმა 10 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს პირველად 2023 წელს გადააჭარბა და მნიშვნელოვნად აჯობა მის კონკურენტებს – Cartier-ს (3.1 მილიარდი) და Omega-ს (2.6 მილიარდი).
შესაბამისად, 11 აპრილის მდგომარეობით, ერთი შვეიცარიული ფრანკი დაახლოებით 1,1 დოლარი ღირს.
LuxeConsult-ისა და Morgan Stanley-ის მონაცემებით Rolex შვეიცარიული საათების ბაზრის 30.3% უჭირავს. მას მოსდევს Cartier და Omega 7.5%-7.5%-ით.
შვეიცარიული საათების ბაზარი ასე ნაწილდება:
ბრენდის / ბაზრის წილი (%)
Rolex – 30.3%;
Cartier – 7.5%;
Omega – 7.5%;
Patek Philippe – 5.6%;
Audemars Piguet – 4.9%;
Longines – 3.4%;
Richard Mille – 3.1%;
Vacheron Constantin – 2.7%;
Tissot – 2.5%;
Breitling – 2.4%;
IWC – 1.9%;
Hublot – 1.9%;
Jaeger-LeCoultre – 1.7%;
TAG Heur – 1.7%;
სხვა ბრენდები – 22.9%.

ასევე დაგაინტერესებთ