შვეიცარიის მთავრობამ Leopard 2-ის 25 ტანკის გერმანიისთვის გადაცემა იმ პირობით დაამტკიცა, რომ ისინი უკრაინაში არ მოხვდება

შვეიცარიის მთავრობამ Leopard 2-ის 25 ტანკის გერმანიისთვის გადაცემა იმ პირობით დაამტკიცა, რომ ისინი უკრაინაში არ მოხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის Leopard 2-ის 25 ტანკის გადაცემის შესახებ განაცხადი დაამტკიცა.
„გერმანიამ უზრუნველყო იმის გარანტია, რომ გაყიდული ტანკები დარჩება გერმანიაში, ან ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორებთან, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ“, – ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.
მიმდინარე წლის დასაწყისში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შვეიცარიას სთხოვეს Leopard 2-ის ტანკების უკან მწარმოებლისთვის, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის მიყიდვა. მათ შვეიცარიას გარანტიები მისცეს, რომ ტანკები უკრაინაში არ აღმოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”