შვეიცარია, 2025-2028 წლების პერიოდში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის (ჯანმო), რომელიც ფინანსურ სირთულეებს განიცდის, დამატებით 80 მილიონი დოლარის (67 მილიონი შვეიცარიული ფრანკი) გამოყოფას გეგმავს.
ორშაბათს, 19 მაისს, შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი, ელისაბედ ბაუმე-შნაიდერი გამოვიდა მოწოდებით, „შეიქმნას ძლიერი ჯანმო, რომელიც გამოწვევებთან ადაპტირებას მოახერხებს“.
დახმარების ახალი პაკეტი ცალკე ფინანსური ინექციაა და შვეიცარიის მიერ ჯანმო-ს ბიუჯეტში სავალდებულო შენატანში არ შედის.
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის გახსნაზე, რომელიც ჟენევაში ტარდება და 27 მაისამდე გაგრძელდება, ბაუმე-შნაიდერი მიესალმა ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ძალისხმევას, რომელიც ჯანმო-ს შიდა დეპარტამენტების რაოდენობის 76-დან 34-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
„ჟენევის, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის დედაქალაქის როლი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, გამოცდას გადის“, – განაცხადა ბაუმე-შნაიდერმა.
„ჩვენ უფრო ძლიერი, მოქნილი და ეფექტური ჯანმო გვჭირდება“, – დასძინა მან.
1tv.ge
