შვეიცარიამ 2025-2028 წლებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად 1,75 მლრდ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ვიოლა ამგერდმა, ბერნში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უკრაინის მხარდასაჭერად შვეიცარიამ დაგეგმა მილიარდნახევარი ფრანკის (1,75 მლრდ დოლარის)
გამოყოფა შემდეგი საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის პერიოდისთვის 2025 წლიდან 2028 წლამდე”, – განაცხადა ვიოლა ამგერდმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდირირ ზელენსკიმ შვეიცარიას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორ ზელესკი Twitter-ზე წერს, “შვეიცარია უკრაინას არა მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ გრძელვადიან ფინანსურ დახმარებასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს.”