შვეიცარია რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ჯაშუშების განდევნის არსებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას. ინიციატივის მთავარი სამიზნეები ს დაზვერვის აგენტები არიან.
ორშაბათს, 27 მაისს, კენჭისყრის შედეგად 32 ხმით 9-ის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც ქვეყნიდან გააძევებენ ყველა რუს ან სხვა უცხოელ ჯაშუშს.
„უცხოურმა სახელმწიფოებმა უნდა იგრძნონ, რომ შვეიცარია მყისიერად რეაგირებს მისი უსაფრთხოების დარღვევაზე და იცავს საკუთარ თავს,“- თქვა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა, რომელიც ჯაშუშების განდევნის ინიციატივის აქტიური მხარდამჭერია.
15-16 ივნისს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის ომის დასრულების პროცესია.
რუსეთი სამიტზე მოწვეული არაა. შვეიცარიის წარმომადგენლების თქმით, ოფიციალურ მოსკოვს თავად არ აქვს მონაწილეობის სურვილი.