შვეიცარია რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ჯაშუშების განდევნის არსებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას. ინიციატივის მთავარი სამიზნეები რუსეთის დაზვერვის აგენტები არიან.
ორშაბათს, 27 მაისს, კენჭისყრის შედეგად 32 ხმით 9-ის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც ქვეყნიდან გააძევებენ ყველა რუს ან სხვა უცხოელ ჯაშუშს.
„უცხოურმა სახელმწიფოებმა უნდა იგრძნონ, რომ შვეიცარია მყისიერად რეაგირებს მისი უსაფრთხოების დარღვევაზე და იცავს საკუთარ თავს,“- თქვა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა, რომელიც ჯაშუშების განდევნის ინიციატივის აქტიური მხარდამჭერია.
15-16 ივნისს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის ომის დასრულების პროცესია.
სამიტზე მოწვეული არაა. შვეიცარიის წარმომადგენლების თქმით, ოფიციალურ მოსკოვს თავად არ აქვს მონაწილეობის სურვილი.