შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს უმასპინძლოს ამერიკისა და ს პრეზიდენტების შეხვედრას

შვეიცარია მზად არის ორგანიზება გაუკეთოს -ს არჩეული პრეზიდენტის, სა და ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, თუ ისინი ამას ითხოვენ, – ამის შესახებ განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლას ბიდომ გაზეთ Le Temps-თან საუბრის დროს.
„ბიურგენშტოკში გამართული სამიტის შემდეგ, ს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაყენებდით საქმის კურსში ჩვენი მზადყოფნის შესახებ, რომ მხარს ვუჭერთ მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას “, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
როგორც Le Temps აღნიშნავს, შვეიცარიის ხელისუფლება არ აპირებს მოლაპარაკებების ორგანიზებისათვის საჭირო ინიციატივის თავის თავზე აღებას. გამოცემა შენიშნავს, რომ შვეიცარია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც მზად არიან ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მასპინძლობისთვის.
9 იანვარს, ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა სურვილი საჯაროდაც გამოთქვა და მასთან შეხვედრას ამზადებენ.
-ის არჩეულ პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დრო არ დაუზუსტებია. ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ომი უნდა დაასრულონ.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 9 იანვარს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უმაღლეს დონეზე კონტაქტების განახლების პოლიტიკური ნება შენარჩუნდება, პრეზიდენტი პუტინი ამას მხოლოდ მიესალმება.
პესკოვის თქმით, პუტინს არაერთხელ გამოუთქვამს დიალოგისთვის მზადყოფნა. კრემლის პრესმდივნის ინფორმაციით, ამერიკული მხარისგან კონტაქტის განაცხადი ჯერჯერობით არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან