შვეიცარია კოკაინის ლეგალიზაციას განიხილავს – Telegraph

შვეიცარია კოკაინის ლეგალიზაციას მას შემდეგ განიხილავს, რაც ბერნმა აღიარა, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი წარუმატებელი აღმოჩნდა და თან ქვეყანაში დიდი რაოდენობით კოკაინია. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.
შვეიცარიას კოკაინის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში და თან იქ ეს ნარკოტიკული საშუალება ყველაზე იაფია. გაზეთის ინფორმაციით, შვეიცარიის ქალაქებში ერთი დოზა კოკაინის შეძენა თითქმის ლუდის ფასადაა შესაძლებელი.
„დღეს შეგიძლიათ მიიღოთ კოკაინის დოზა დაახლოებით 10 ფრანკად, ეს ბევრად მეტი არაა, ვიდრე ლუდის ფასი“, – წერს გამოცემა.
Telegraph-ის ინფორმაციით, ბერნი საპილოტე სქემას განიხილავს, რომლის მიხედვითაც დაშვებული იქნება A კლასის ნარკოტიკების რეკრეაციული გამოყენებისთვის გაყიდვა და ეს მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება.
არალეგალური ნარკოტიკების და მათი მეტაბოლიტების დონის მიხედვით, რომელიც ჩამდინარე წყლებში იზომება, ციურიხი, ბაზელი, ჟენევა, ბერნი ევროპის ტოპ 10 ქალაქშია. პირველ ადგილზეა ბარსელონა. ათეულშია ამსტერდამი და ანტვერპენი.
2022 წელს მხოლოდ ანტვერპენსა და როტერდამში 160 ტონაზე მეტი კოკაინი იქნა ამოღებული და გაცილებით მეტი შეუმჩნევლად მოხვდა ევროპაში.
ევროპის ქალაქები, სადაც კოკაინის ყველაზე მეტი ნიმუშია ჩამდინარე წყლებში:
შვეიცარიაში კოკაინის ლეგალიზაციის დამცველები აღნიშნავენ, რომ „ლეგალიზაცია მეტი სიკეთის მომტანი იქნება, ვიდრე რეპრესიები“.

ასევე დაგაინტერესებთ