შვეიცარიაში 730 000 ოჯახს საკუთარი ვილა აქვს – Blick

შვეიცარიელების უმრავლესობისთვის საკუთარი სახლის ფლობის პერსპექტივა კვლავ ოცნებად რჩება, რადგან სამიდან მხოლოდ ერთი შვეიცარიელი ცხოვრობს საკუთარ ბინაში ან სახლში.
Blick-ი შვეიცარიის სტატისტიკური სამსახურის (Bundesamt für Statistik, BFS) მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წელს მაცხოვრებლების საკუთრებაში არსებული 1,4 მილიონი საცხოვრებელი ფართი იყო. რაც შვეიცარიაში არსებული ყველა კერძო ოჯახის 365-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მესამე ოჯახი ფლობს სახლს ან ბინას.
ამ რიცხვიდან ნახევარზე მეტი ვილაა, სადაც 730 000 ოჯახი ცხოვრობს.
2,4 მილიონი ოჯახი ქირაობს საცხოვრებელს და თვეში საშუალოდ იხდის 1500-ზე მეტ შვეიცარიულ ფრანკს. 4-ოთახიან ბინის ქირაობა კი საშუალოდ 1622 ფრანკი ჯდება.
ყველაზე ძვირადღირებული ბინები 2 წელზე ნაკლები ხნის წინ აშენებულ ამხანაგობებშია. ახალი 4-ოთახიანი ბინის ქირა თვეში 2138 ფრანკია.
2023 წელს შვეიცარიის მასშტაბით კორპუსებში ბინების 45% გაქირავებული იყო, საიდანაც 43% პატარა ერთ და ოროთახიანი ბინა იყო.
ყველაზე ძვირი ქირა დიდ ქალაქებშია, განსაკუთრებით ციურიხში, სადაც 4-ოთახიან ბინაში თვეში 1997 ფრანკს იხდიან.