შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტს კამალა ჰარისი დაესწრება

შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტზე -ს ვიცე-პრეზიდენტი წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, კირსტენ ალენი ავრცელებს.
„ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვალდებულებას, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება“, – განაცხადა კირსტენ ალენმა.
მისივე თქმით, კამალა ჰარისი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
კამალა ჰარისთან ერთად აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანიც იქნება.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება.