შვეიცარიაში, რესტორანში შეჭრის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შვეიცარიაში, რესტორანში შეჭრის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე, 32 წლის პირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა რომანშორნში მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში გვიან ღამით მოხდა.
კანტონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დილის 4 საათისთვის მიიღო შეტყობინება, რომ ჰაფენშტრასეზე მდებარე რესტორანში ორი პირი შეიჭრა. პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლო, მეორემ კი გაქცევა მოახერხა.
32 წლის ქართველი დაკავებულია, შემთხვევის შესახებ საქმის კურსშია პროკურატურაც.
ცნობილია, რომ შეჭრის შედეგად რესტორანმა რამდენიმე ათასი ფრანკით იზარალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს