“შვეიცარიაში მეწყერმა მთელი სოფელი დაფარა, არ დაღუპულა არც ერთი ადამიანი” – სალომე ჩარკვიანი

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ჩარკვიანი:
შვეიცარიაში მყინვარი ჩამოიშალა და მოვარდნილმა მეწყერმა მთელი სოფელი დაფარა. არ დაღუპულა არც ერთი ადამიანი, მთავრობამ რამდენიმე კვირით ადრე გაიყვანა მოსახლეობა. იმედია, მალე დადგება დრო, როცა ს კატასტროფის გამო დაისჯებიან ისინი, ვინც ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების ნაცვლად, კაცების გათხოვებაზე ელაპარაკებიან ამ ბრიყვ ხალხს. მანამდე კი, კიდევ ბევრ დამეწყრილ, დენდარტყმულ და შეწყალებული კრიმინალების მიერ დახოცილ ხალხს ვიტირებთ.