შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი

შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის ფედერალური საბჭო ავრცელებს.
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებული სიის თანახმად, მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების – დონეზე იქნება წარმოდგენილი.
კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების – ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების – დონეზე იქნება წარმოდგენილი. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, , არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია.
ბრაზილია და დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილე სტატუსში იქნებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის დელეგაცია სამიტს არ დაესწრება.
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შვეიცარიაში წარმოდგენილი იქნებიან ევროპის საბჭო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ევროკავშირის ყველა საკვანძო ინსტიტუტი (ევროპული საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი). გაერო და მსოფლიო საპატრიარქო დამკვირვებლების სტატუსით იქნებიან.
ცნობისთვის, უკრაინისთვის მშვიდობის გლობალური სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს ჩატარდება.