შვეიცარიას ისტორიაში ყველაზე იაფი ოლიმპიადის ჩატარება სურს – Bloomberg

შვეიცარიას პირველად სურს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა და ისტორიაში ყველაზე იაფი ღონისძიების ჩატარება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ზამთრის თამაშებს, როგორც წესი, კონკრეტული რეგიონი ან ქალაქი მასპინძლობს და ის, როგორც წესი, ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითად, 2002 წელს სოლტ-ლეიკ სიტიმ 2,2 მილიარდი დოლარი დახარჯა თამაშებზე. მაგრამ შვეიცარიის სპორტულმა ფედერაციებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ადგილობრივი ტენდერის დამტკიცებას რაც, 2030 წლის თამაშებისთვის, 1,6 მილიარდ დოლარიან ხარჯს გულისხმობს, რაც მას ყველაზე იაფ ოლიმპიადად აქცევს, – წერს Bloomberg.
შეთავაზებაში მთავრობა აღნიშნავს, რომ მილიარდების დახარჯვის, სიძლიერისა და ურბანული განახლების ჩვენების ნაცვლად, აქცენტი მდგრად ოლიმპიადაზე გაკეთდება, რომელიც ფოკუსირებული იქნება სპორტზე.
სააგენტო წერს, რომ ზამთრის თამაშების მცირე ბიუჯეტით ჩატარების დაპირებები ადრეც იყო გაცემული და ისინი არ შესრულებულა. მონრეალის სტადიონს „დიდი ვალი” უწოდეს, რადგან 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი 700%-ზე მეტით გაიზარდა.
ნახევარი საუკუნის შემდეგ, 2026 წლის ზამთრის თამაშებისთვის წარდგენილი შვიდი წინადადებიდან ოთხი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძლიერ ადგილობრივ წინააღმდეგობა შეხვდა. საბოლოოდ, 2026 წლის თამაშების ადგილად მილან-კორტინო დ’ამპეცო აირჩიეს.
ამავე დროს, ეკონომისტი ვიქტორ მეთიუსონი, მასაჩუსეტსის წმინდა ჯვრის კოლეჯიდან, სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ შვეიცარიელებს შეუძლიათ თამაშების დაგეგმვა მხოლოდ 1,6 მილიარდ დოლარად იმის გათვალისწინებით, რომ ეს იქნება გასული 7 ზამთრის საშუალო ღირებულების 10%-ია. „მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა,” – განაცხადა მან.