„შვეიცარიამ თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი რუსული აქტივების მხოლოდ დაახლოებით 5% გაყინა. უკრაინას მეტის იმედი აქვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ შვეიცარიულ გამოცემა Swissinfo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად შვეიცარიაში 7,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ($8,2 მილიარდი) ღირებულების რუსული აქტივებია გაყინული. საუბარია იმ პირების აქტივებზე, რომლებიც შვეიცარიის სანქციებს ექვემდებარებოდნენ. მაგრამ ეს არის ქვეყანაში არსებული რუსული აქტივების მხოლოდ 5%, რომელიც შეფასებულია 150 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად.
„ჩვენ გვჯერა, რომ შვეიცარიას აქვს შესაძლებლობა გააკეთოს მეტი. ასეთი ქმედებები ცხადყოფს, რომ აგრესია მიუღებელია და რომ ყველამ უნდა დაიცვას წესები. ეს იქნება ძლიერი შემაკავებელი საშუალება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც შეიარაღებული აგრესიის წამოწყების მცდელობას აპირებს“, – თქვა კულებამ.
მინისტრის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ნებაყოფლობით დათანხმდეს. ამიტომ, დასავლეთში დაბლოკილი რუსული აქტივები, კულებას თქმით, ამ ზარალის ასანაზღაურებლად უნდა იქნეს გამოყენებული.