შვეიცარიამ რუსეთს $8.8 მილიარდის აქტივები გაუყინა

შვეიცარიამ რუსეთს გაუყინა დაახლოებით 7.7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ფინანსური აქტივები. ეს დაახლოებით 8.81 მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრის და ოდნავ უფრო მეტია იმაზე, ვიდრე ნეიტრალური ევროპული ქვეყანა თავიდან აცხადებდა.
აღნიშნული განცხადება შვეიცარიის მთავრობამ დღეს, 1 დეკემბერს გააკეთა. ბერნის განცხადებით, ეს ევროკავშირის მიერ სთვის ზე თავდასხმისთვის დაკისრებული სანქციების ნაწილია.
გაყინული თანხების საერთო მოცულობის გაზრდა გამოიწვია იმ კერძო პირების თუ ორგანიზაციების რიცხვის ზრდამ, რომლებიც სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. შვეიცარია აცხადებს, რომ სანქციები ბოლო 12 თვეში შეეხო 300 ადამიანს და 100 რუსულ კომპანიას, ასევე მათ მიერ მიღებულ მოგებებს, თუ არსებულ ქონებას. ბერნს ასევე დაბლოკილი აქვს რუსეთის ცენტრალური ბანკის 7.4 მილიარდი ფრანკის ოდენობის აქტივები.
შვეიცარია არ არის ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა მას ევროკავშირთან მნიშვნელოვანი სამართლებრივი, ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმებები აქვს გაფორმებული. ორმხრივი ხელშეკრულებები ეფუძნება სამართლის სხვადასხვა დებულებათა გაზიარებას, რათა ბერნმა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის საქმიანობაში და მის სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება