შვეიცარიამ და ინდოეთმა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას მიაღწიეს – Bloomberg

შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა გაი პარმელინმა განაცხადა, რომ, 16-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარიამ და ინდოეთმა მიაღწიეს კონსენსუსს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
პარმელინი, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შემდეგ, დაუყოვნებლივ გაემგზავრა ინდოეთში, რათა ინდოელ კოლეგა პიუშ გოიალს შეხვდეს. მისი თქმით, შეთანხმების ზოგადი მონახაზი შეთანხმებულია და ოფიციალური პირები დეტალების დასაზუსტებლად მუშაობენ.
პარმელინის თქმით, 2 ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმება „შექმნის სამუშაო ადგილებს ინდოეთის ახალგაზრდა მოსახლეობისთვის და უზრუნველყოფს დასაქმებას შვეიცარიაში“.

ასევე დაგაინტერესებთ