შვეიცარიამ აპრილში ნულოვანი ინფლაცია დააფიქსირა

შვეიცარიაში სამომხმარებლო ფასების ზრდა აპრილში წინა წელთან შედარებით ნულოვანი იყო, ხოლო მარტში წინა წელთან შედარებით ისინი 0.3%-ით გაიზარდა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ანგარიშში.
აპრილის მაჩვენებელი 2021 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალია.
მარტთან შედარებით, ფასები ასევე არ შეცვლილა.
ანალიტიკოსები, რომელთა კონსენსუსის პროგნოზსაც Trading Economics ციტირებს, ფასების 0.2%-ით ზრდას ელოდნენ წლიურად და თვეში.