შვედი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის Freedom Travel.se-ის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა. გამოცემას სკანდინავიის ქვეყნებში 1.5 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.
პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და მოინახულეს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, როგორც Freedom Travel.se-ის მკითხველებისთვის, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება