შვედი პარლამენტარი აქციის მონაწილეებს – ევროპისკენ მხოლოდ დემოკრატიული გზა არსებობს, არსებობს მხოლოდ კანონის უზენაესობის გზა, არსებობს გზა თავისუფლებით, ადამიანის უფლებებით და ეს გზა თქვენ ხართ

ევროპისკენ მხოლოდ დემოკრატიული გზა არსებობს, არსებობს მხოლოდ კანონის უზენაესობის გზა, არსებობს გზა თავისუფლებით და ადამიანის უფლებებით და ეს გზა თქვენ ხართ, – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ ოტოსონმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპისკენ არ არსებობს „ორბანისეული გზა“.
„მადლობელი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვდგავარ. ჩემი პოლიტიკური ცნობიერების ერთ-ერთი პირველი გამოცდილება იყო, როდესაც ქართველი ხალხი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგა. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის გამბედაობამ, რომ დღეს აქ თქვენს წინაშე ვდგავარ, როდესაც თქვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპაში თქვენი ადგილისთვის იბრძვით. გზა ევროპისკენ, როგორც ჩემმა მეგობარმა ჟიგიმანტს პავილიონისმა თქვა, არ არსებობს ორბანისეული გზა, მხოლოდ დემოკრატიული გზა არსებობს, არსებობს მხოლოდ კანონის უზენაესობის გზა, არსებობს გზა თავისუფლებით და ადამიანის უფლებებით. ეს გზა თქვენ ხართ“, – განაცხადა ერიკ ოტოსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც დღეს იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?