შვედი მეცნიერები არკვევენ, როგორ მოქმედებს მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დილის ძილი

ჯონკოპინგში (შვედეთი) ჯანდაცვის უნივერსიტეტის მეცნიერები ემზადებიან კვლევის ჩასატარებლად, რათა გაარკვიონ, თუ როგორ მოქმედებს დილის გვიან გაღვიძება სკოლის მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე, – ამის შესახებ “ევროპულსი იუწყება”.
გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტში მონაწილეობას ქალაქ ბოროსის ერთ-ერთი სკოლის მე-8 და მე-9 კლასის 250-მდე მოსწავლე მიიღებს. სექტემბრიდან ისინი 8:00 საათის ნაცვლად, 9:00 საათზე დაიწყებენ გაკვეთილებზე მოსვლას. სპეციალისტები პერიოდულად ჩაატარებენ გამოკითხვებს სკოლის მოსწავლეებს შორის და ასევე ჩაატარებენ სიღრმისეულ ინტერვიუებს. თავიანთი აზრის დაფიქსირების საშუალება ექნება მასწავლებლებსაც და მოსწავლეთა მშობლებსაც.
მსგავსი კვლევები ბოროსის სხვა სკოლაშიც ჩატარდება. თუმცა იქ სწავლის განრიგი უცვლელი დარჩება. შედარება მოხდება ორივე სკოლიდან მიღებული შედეგები.
მეცნიერები ამბობენ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ შვედ მოსწავლეს აწუხებს ფსიქიკური დაავადებები, რაც სასკოლო გაკვეთილების გაცდენას და ცუდ შეფასებებს იწვევს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწავლის განრიგის შეცვლა დაეხმარება სიტუაციის შეცვლაში. ისინი ელიან, რომ სხვა სკოლებიც შეუერთდებიან ექსპერიმენტს.
სხვათა შორის, ფინეთის სამ ქალაქში საშუალო სკოლის გაკვეთილები ახლა ჩვეულებრივზე 15-60 წუთის გვიანებით იწყება.