შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ვითარება გაუარესებულია. მან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობასა და რეპრესიებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ამ ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.
ბორიანა ობერგმა გაიმეორა ასამბლეის განცხადება, რომ წინსვლის გზა ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
“საქართველოში სიტუაცია გაუარესდა. გუშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების 130 დღე აღინიშნა. მიუხედავად ძალადობის და რეპრესიების უპრეცედენტო ტალღისა, ხალხი მმართველ პარტია ქართულ ოცნების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. ასოებით დემონსტრანტი და ჟურნალისტი სცემეს. არც ერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული, რაც არ ტოვებს კითხვის ნიშნებს, ვინ დგას ძალადობის უკან.
საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც მკაცრად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას. ევროპის საბჭოს რეგიონულმა კონგრესმა ნათლად განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია არსებული კრიზისის მოგვარებამდე.
როგორც ასამბლეამ იანვარში განაცხადა, წინსვლის გზა ახალი, სამართლიანი არჩევნებია, რასაც თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება”- განაცხადა მან.
