შვედეთში, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ უფსალაში, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო, გარკვეული პერიოდი გადაკეტილი იყო ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი.
როგორც შვედური მედია იუწყება, თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან ელექტროსკუტერით გაიქცა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებისგან მიიღეს, რის შემდეგაც დაიწყო ძიება. დანაშაულის მოტივი და სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.