შვედეთში, ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -43.6 გრადუსი დაფიქსირდა

შვედეთში, ჩრდილოეთ ლაპლანდიის რეგიონში, იანვარში, ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -43.6 გრადუსი დაფიქსირდა. ინფორმაციას შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი (SMHI) ავრცელებს.
SMHI-მა გამოსცა ყვითელი და ნარინჯისფერი გაფრთხილებები ქარისა და თოვლის შესახებ სამხრეთ შვედეთისა და სტოკჰოლმის რაიონებში. ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. შეფერხებულია მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა. სამხრეთ და ცენტრალურ შვედეთში, უამინდობამ ოთხშაბათს დილით რამდენიმე ავარია გამოიწვია.
ბოლო დღეებში ქარიშხალმა დააზარალა და ნორვეგიაც, ჩაიკეტა გზები და გაუქმდა სარკინიგზო რეისები.