შვედეთი 11 მარტს ოფიციალურად გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა

შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად ორშაბათს, 11 მარტს გახდება, ამის შესახებ შვედური TV4 Nyheterna იუწყება.
„შვედეთის დროშა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ორშაბათს ნაშუადღევს აღიმართება. ეს NATO-ს წევრობის დასაწყისი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანიის ცნობით, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების აქტის ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბუდენი დაესწრებიან.
ნატოში ახალი მოკავშირის გაწევრიანების ცერემონია, როგორც წესი, ტარდება NATO-ს შტაბ-ბინაში ბრიუსელში.
დღეს უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა ხელი მოაწერა კანონს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. უნგრეთი იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დასთანხმდა. შეგახსენებთ, რომ შვედეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, თუმცა მათ განაცხადები ერთდროულად, 2022 წლის მაისში წარადგინეს.
რუსული მედია წერს, რომ ს პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შვედეთის სამხედრო ბლოკში მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ