შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას განცხადებით, სტოკჰოლმი თბილისთან თანამშრომლობას წყვეტს, იტყობინება ადგილობრივი Sweden Herald.
„საქართველოს განვითარება რახანია, საკმაოდ შემაშფოთებელია. საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამაგრებს ამ აზრს.
მცდელობები, შეუშალონ ხელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი როლი – მათ შორის, შემზღუდავი კანონმდებლობის საშუალებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
შესაბამისად, მთავრობა აპაუზებს პირდაპირ შვედურ-ქართულ თანამშრომლობას, რომელიც კვლავ მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, – ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, თანამშრომლობა მომავალში შეიძლება აღდგეს, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს. სტოკჰოლმის ცნობით, საქართველოსთვის [მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის] წელიწადში 17 მილიონ ევროზე მეტი იყო.
