შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდის

შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციამ საბრძოლო მასალის მწარმოებელ კომპანია Nammo-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა და მათი მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაა.
„ჩვენ ახლა მნიშვნელოვან შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ. ეს შეამცირებს მიწოდების დროს, გაზრდის ჩვენს შესაძლებლობას, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ს და ამავდროულად გააძლიერებს საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების უსაფრთხოებას შვედეთსა და სკანდინავიის რეგიონში გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აცხადებენ შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაციაში.
ცნობილია, რომ დაგეგმილ ინვესტიციებს ნაწილობრივ თავად შვედეთი აფინანსებს, ნაწილობრივ კი ევროკავშირი.
მათი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. სამუშაოები სკანდინავიური თავდაცვის თანამშრომლობის NORDEFCO ფარგლებში მიმდინარეობს და მას შვედეთის თავდაცვის მასალების ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან