შვედეთი უკრაინას 150-მდე Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 150-მდე Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა შვედეთში, ქალაქ ლინჩოპინგში გაიმართა.

კრისტერსონმა ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებას საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, რომელიც ითვალისწინებს 100-150 Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ექსპორტის შესაძლებლობას.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ წინ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ დღეიდან მზად ვართ, შევისწავლოთ ყველა შესაძლებლობა უკრაინისთვის მომავალში დიდი რაოდენობით Gripen-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებისთვის“, – განაცხადა კრისტერსონმა.

ლინკოპინგში ჩასვლამდე ზელენსკი ოსლოში იმყოფებოდა, სადაც ნორვეგიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინას კიდევ 150 მილიონ დოლარამდე თანხას გამოუყოფს ბუნებრივი აირის შესაძენად, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგია და გათბობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება