შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 7.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

შვედეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 7.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა გამოაცხადა. კერძოდ, იონსონმა 11 სექტემბერს გამოაცხადა, რომ შვედეთი დამატებით 70 მილიარდ შვედურ კრონას (დაახლოებით 7.5 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის უახლოესი ორი წლის განმავლობაში.
მისი თქმით, თანხის დიდი ნაწილი გამოყოფილი იქნება შესყიდვებისთვის, რომელსაც თავდაცვითი მასალების შვედური სააგენტო განახორციელებს – მაგალითად, დამატებითი Archer საარტილერიო სისტემებისთვის.
მან ასევე, აღნიშნა, რომ სტოკჰოლმი მზად არის, დამატებითი დახმარება გაუწიოს პოლონეთს, თუ ეს საჭირო გახდება.
“დაუყოვნებლივ დავუკავშირდით პოლონეთის თავდაცვის მინისტრს და ვუთხარით, რომ მზად ვართ, მივაწოდოთ რესურსები, თუ პოლონეთი ამაში ინტერესს გამოხატავს… სრულ სოლიდარობაში ვართ პოლონეთთან”, – განაცხადა იონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა