შვედეთის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის ღირებულება 7.1 მილიარდი შვედური კრონია (630 მილიონი ევრო), – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დახმარების აღნიშნული პაკეტი შვედეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი მეთხუტმეტე და ყველაზე მასშტაბური პაკეტი იქნება.
მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს: Stridsbåt 90 კლასის სადესანტო თავდასხმის 10 კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა იარაღს, საზენიტო სისტემებს, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ყუმბარმტყორცნებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ხელყუმბარებს, „კარლ გუსტავის“ ყუმბარმტყორცნებს, სამედიცინო აღჭურვილობასა და სასწრაფო დახმარების მანქანებს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ ჯონსონის განცხადებიით, მხარდაჭერის ახალი პაკეტი სპეციალურად შექმნილია უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. საერთო ჯამში, შვედეთმა უკრაინას 30 მილიარდ შვედურ კრონზე მეტი ღირებულების დახმარება გადასცა.