შვედეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, თავდაცვის სფეროში, დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

შვედეთის მთავრობა ს თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონი დოლარის, საქართველოს 490 000 აშშ დოლარის და მოლდოვას ასევე 490 000 აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს – ამის შესახებ Europetime-ს შვედეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა.
გამოცემის ცნობით, ეს დახმარება NATO-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით განხორციელდება. თანხები განაღმვის, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და სხვა საკითხებს მოხმარდება.
რაც შეეხება საქართელოს, თანხა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშია გამოყოფილი. საქართველოს შემთხვევაში თანხები სხვა საკითხებთან ერთად პროექტებს კრიზისის მენეჯმენტს, კიბერუსაფრთხოებას, დაზვერვის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებას მოხმარდება.