შვედეთი, ნორვეგია და დანია 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის შესაძენად

შვედეთმა, ნორვეგიამ და მ განაცხადეს, რომ დაახლოებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ ნატოს ეგიდით ორგანიზებულ ინიციატივაში, რომელიც უკრაინის -ის იარაღით, მათ შორის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით მომარაგებას ისახავს მიზნად, იუწყება Reuters-ი.
დანიის წილი დაახლოებით 90 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო ნორვეგია დაახლოებით 1,5 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გაიღებს (146 მილიონი აშშ დოლარი).
შვედეთმა განაცხადა, რომ პაკეტში 275 მილიონ დოლარს გამოყოფს, რაც მოიცავს „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებს და სხვა საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ასევე ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას.
ნატოს განცხადებით, ალიანსის „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) ინიციატივა, რომელიც ევროპელი წევრებისა და კანადის მიერ არის დაფინანსებული, დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტებად დაიყოფა.
ნიდერლანდი ორშაბათს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მონაწილეობა გამოაცხადა და 500 მილიონი ევრო გამოყო.
ფორუმი