შვედეთი ბეწვის ბიზნესს წყვეტს

შვედეთში წაულას ფერმები აღარ დარჩება – ბოლო 27 ფერმა დათანხმდა ბიზნესის დახურვას მთავრობის მხარდაჭერის სანაცვლოდ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნატურალური ბეწვის წარმოება მთლიანად შეწყდება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
შვედეთი ერთ–ერთი გახდა იმ მრავალ ევროპულ ქვეყანას შორის, სადაც ბეწვის ინდუსტრია წარსულს ჩაბარდა. მაგალითად, ბეწვის ფერმები უკვე აიკრძალა ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, სლოვენიაში, ლუქსემბურგში, მალტაში, ირლანდიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, იტალიასა და ლატვიაში. 2027 წლისთვის ამ სიას ლიეტუვაც შეუერთდება.