შვედეთის ჩემპიონი სოფლის გუნდი გახდა, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს

შვედეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “მიალბიმ” გასვლაზე “გიოტებორგი” 2:0 დაამარცხა და ალსვენსკას დასრულებამდე 3 ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
აღსანიშნავია, რომ კლუბი შვედეთის სოფელ ჰელევიკიდაანაა, სადაც მხოლოდ 1500 ადამიანი ცხოვრობს. საშინაო არენა Mjelleby კი მხოლოდ 6750 ადამიანს იტევს.
კლუბი 1939 წელს დაარსდა და დღემდე მისი საუკეთესო მიღწევა შვედეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი იყო. ინფორმაციისთვის, “მიალბი” 2017 წელს ჯერ კიდევ მესამე დივიზიონში ასპარეზობდა, 2019 წელს კი მეორე დივიზიონი მოიგო და მას შემდეგ უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.