შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქი გეგმავს სიჩქარის შეზღუდვას საათში 30 კილომეტრამდე

შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გოტებორგში, მანქანების სიჩქარე საათში 30 კილომეტრამდე შეზღუდვას აპირებენ.
ვარაუდობენ, რომ შეზღუდვა იმუშავებს ქალაქის ყველა ქუჩაზე. ექსპერიმენტის სახით რამდენიმე ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა სიჩქარის შეზღუდვის ნიშნები.
ინიციატივა ადგილობრივ პარლამენტში განიხილება. სიჩქარის შეზღუდვის დაწესების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ შემოდგომაზე იქნება მიღებული.
მსგავსი შეზღუდვები უკვე ამოქმედდა ევროპის ბევრ დედაქალაქში – მაგალითად, ამსტერდამში, სოფიაში, პარიზსა და ბრიუსელში, ასევე ესპანეთის ბევრ ქალაქში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნებმა დასახეს ახალი მიზანი: ნულოვანი ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევები 2050 წლისთვის. ამ მიზნით, 2023 წლის მარტში, ევროკომისიამ შესთავაზა ახალგაზრდა მძღოლების უფრო საფუძვლიანი მომზადება, სამედიცინო შემოწმების პროცესის კორექტირება და ჯარიმების ზოგადი სისტემის დანერგვა.

ასევე დაგაინტერესებთ