შვედურმა საპენსიო ფონდმა AP7-მა პარასკევს განაცხადა, რომ მან შავ სიაში შეიყვანა და გაყიდა აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, Tesla-ს ყველა აქცია, შეერთებულ შტატებში პროფკავშირების უფლებების დარღვევების მოტივით, იტყობინება Reuters.
„AP7-მა გადაწყვიტა Tesla-ს შავ სიაში შეყვანა შეერთებულ შტატებში შრომითი უფლებების დადასტურებული დარღვევების გამო“, – ნათქვამია საპენსიო ფონდის განცხადებაში.
