შვედეთის საელჩო „ოცნების FARA-ზე“: პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის

შვედეთის საელჩო „ოცნების FARA-სთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება. საელჩოს განცხადებით, ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად.

„შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე. ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას“, – აცხადებს საელჩო.

მას შემდეგ, რაც შვედეთის მთავრობამ „ქართული ოცნების FARA“ გააკრიტიკა, „ოცნების“ ლიდერები და არხები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შვედეთის მთავრობა „ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსების აკრძალვას“ აპირებს.

31 მაისს „ქართული ოცნების FARA“ შევიდა ძალაში.

კანონი, რომელზეც „ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ამერიკაში დღეს მოქმედის ანალოგია, მიზანში სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებს იღებს.

კანონი შეეხება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონი, რომელზეც „ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ამერიკაში დღეს მოქმედის ანალოგია, მიზანში სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებს იღებს.

კანონი შეეხება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

კანონი  ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტების რეგისტრაციას და დოკუმენტაციების წარდგენას. კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა ეკისრება ანტიკორუფციულ ბიუროს.

წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

ნებისმიერი პირი, რომელიც განზრახ დაარღვევს კანონის რომელიმე პუნქტს, წარსადგენ დოკუმენტაცაში განზრახ ჩაწერს არასწორ ინფორმაციას, გამოტოვებს ფაქტს, დაისჯება ჯარიმით 10 000 ლარამდე ან პატიმრობით არაუმეტეს 5 წლისა.

სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვალისწინებს 5000 ლარამდე ჯარიმას ან 6 თვემდე პატიმრობას. იურიდიული პირი მხოლოდ ჯარიმით დაისჯება.

ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, აცხადებენ, რომ -ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სტუდია მონიტორმა“ და „საქართველოს ამბებმა“, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, 2025 წლის 15 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა