შვედეთის საგარეო უწყება – საქართველოს ხელისუფლებას ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოვუწოდებთ – შვედეთი კვლავ ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება

საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება, – ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის ფაქტობრივად ყველა სახის უცხოურ დაფინანსებას ზღუდავს, კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს ძირითად სამოქალაქო აქტივობებს და პოლიტიკურ საქმიანობას ხელს უშლის“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან“.

„საქართველოს ხელისუფლებას ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოვუწოდებთ. შვედეთი კვლავ ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და საიმედო პარტნიორად რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს