შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს – სტენერგარდი

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესებაა.
ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი ავრცელებს.
“რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად გავავრცელე განცხადება საქართველოში არსებული სიტუაციის გაუარესების შესახებ. როგორც ქართული ოპოზიციის ლიდერების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისების დაკავებები ბოლო პერიოდში და მზარდი რეპრესიები ახალისებს დემოკრატიის ჩამოშლას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მაღალჩინოსანმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს საქართელოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო”, – წერს სტენერგარდი სოციალურ ქსელში.
11 ივლისს გავრცელდა 17 ევროპული ქვეყნისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ერთობლივი განცხადება. დოკუმენტში საუბარია საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე, რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
კაია კალასთა ერთად, განცხადებას ხელს აწერენ ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ს, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები. მათ შორის, მარია სტენერგარდი.