ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღე, მამაცი ქართველები აგრძელებდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლების გამოყენებას, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ისინი ამას აკეთებენ ძალადობის, დაპატიმრებებისა და მზარდი რეპრესიების ფონზე. შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს მხარდაჭერას”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.




