შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად იქნა განხილული და მიღებული – ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან

საქართველოში დაჩქარებულად განხილული და მიღებული კანონები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“გუშინ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად იქნა განხილული და მიღებული. ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან”, – წერს სტენეგარდი.