შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად განიხილეს და მიიღეს – ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან

საქართველოში დაჩქარებულად განხილული და მიღებული კანონები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“გუშინ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად განიხილეს და მიიღეს. ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან”, – წერს სტენეგარდი.

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს