შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული – შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს

საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენეგარდმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს.
“საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ოქტომბრის საპარლამენტო უთანასწორო სამოქმედო ველით, ფესვგადგმული პოლარიზაციით, ამომრჩევლების წინააღმდეგ ზეწოლითა და მუქარებით გამოირჩეოდა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია, შვედეთს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები სურს. ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პრო-ევროპული მოძრაობების მხარდაჭერა,” – განაცხადა სტენეგარდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა