შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში აქციის დარბევას შემაშფოთებელს უწოდებს. სამინისტრომ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.
“ღრმად შემაშფოთებელია თბილისში გუშინ ღამით მომხდარი სცენები. მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია. ევროკავშირი და შვედეთი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
