შვედეთის საგარეო მინისტრი: მომიტინგეებზე ძალადობა მიუღებელია და გვსურს დავინახოთ სანქციები

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენენგარდმა რიქსდაგში, 2025 წლის საგარეო პოლიტიკის განცხადების წარდგენისას.
“საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ოქტომბრის საპარლამენტო ხასიათდებოდა არათანაბარი სათამაშო მოედნით, ფესვგადგმული პოლარიზებით, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პროევროპული მოძრაობების მხარდაჭერა”, – განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.